საწყისი გვერდი > ანგლო-ქართული არქეოლოგიური ექსპედიცია
ანგლო-ქართული არქეოლოგიური ექსპედიცია

განახლებულია

 

 

2001 წლიდან ნოქალაქევში წარმატებით მუშაობს ქართულ-ინგლისური ექსპედიცია. 2001-2004 წლებში ამ ექსპედიციის მიერ გამოვლენილი იქნა ელინისტური და ადრე შუა საუკუნეების სამარხები, მრავალფეროვანი ინვენტარით: კერამიკის ჭურჭელი, ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, მინისა და პასტის სამკაულები.

Logo of Anglo-Georgian Expedition to Nokalakevi

განსაკუთრებით აღსანიშნავია 2001 წლის კამპანიის დროს ნაპოვნი ქვაში გამოკვეთილი ჯვრის მარცხენა მკლავის ნატეხი ბერძნული წარწერით (III-IV ან V-VIს.ს.); ყოველივე ეს მასალა აღმოჩენილია ორ (A და B) თხრილში, რომლებშიც არქეოლოგიური მასალა ელინისტურ (A-ში) და ადრე შუა საუკუნეების (B-ში) ფენებამდეა შესწავლილი. ნოქალაქევის ექსპედიციაში პრაქტიკებს გადიან თბილისის, საუთჰემპტონის და ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც იქ არქეოლოგიური გათხრების წარმოების უახლეს მეთოდიკებს სწავლობენ.

ნოქალაქევში წარმოებულ სამუშაოებს ხელმძღვანელობენ: ისტ. მეც. დოქ. დავით ლომიტაშვილი, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი (საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის მოადგილე და ნოქალაქევის ექსპედიციის ხელმძღვანელი); ბესარიონ ლორთქიფანიძე, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი (ნოქალაქევის ექსპედიციის ხელმძღვანელის მოადგილე); ნინო ქებულაძე, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი (რესტავრატორი); იან ქოლვინი, ოქსფორდის უნივერსიტეტი (პროექტის ხელმძღვანელი); ნიკ არამოური, (ფოტოგრაფი და მოპოვებული მასალის ხელმძღვანელი); პოლ ევერილი, საუთჰემპტონის უნივერსიტეტი (საველე სამუშაოების ხელმძღვანელი); ბენ ნილი (ოსტეოლოგი);

ეს ადამიანები ყველანაირ პირობას ქმნიან ნოქალაქევში მაღალი დონის გათხრების საწარმოებლად. ქართულ-ინგლისური ექსპედიცია მომავალშიც აპირებს ნოქალაქევში ფართო მასშტაბიანი გათხრების წარმოებას...

თხრილი B